თსუ-ს მე-2 კორპუსთან სტუდენტები კობახიძეს საპროტესტო აქციით ხვდებიან

  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის წინ სტუდენტები იკრიბებიან. მათ სურთ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აქციით დახვდნენ. პრემიერმა უნივერსიტეტში ლექცია უნდა ჩაატაროს. სტუდენტები საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.