კობა დავითაშვილი ამომრჩევლებს მოუწოდებს ორივე კანდიდატი გადახაზონ

მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მონაწილე ყოფილი დამოუკიდებელი კანდიდატი კობა დავითაშვილი ამომრჩეველს მოუწოდებს, სახლში არ დარჩნენ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და ორივე კანდიდატი გადახაზონ.  

როგორც კობა დავითაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა , „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ლადო კახაძის გამარჯვება ნიშნავს, რომ საზოგადოება მმართველი გუნდის პოლიტიკით კმაყოფილია და მხარს უჭერს სასამართლო სისტემაში მურუსიძე-ჩინჩალაძე- გვრიტიშვილის დატოვებას. ხოლო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, შალვა შავგულიძის გამარჯვება ნიშნავს, რომ ხმას ვაძლევთ მანკიერი სასამართლო სისტემის შემქმნელებს.

„არსებობს გამოსავალი. ამომრჩეველი, ვინც სახლში დარჩა ან ვინც დამოუკიდებელ კანდიდატებს მისცა ხმა მეორე ტურზე, არჩევნებზე უნდა მივიდნენ და ორივე კანდიდატი გადახაზოს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ როცა ხმები დაითვლება ასეთი ბიულეტინები გაბათილდება. თუ ბათილი ბიულეტენების რაოდენობა თითოეული კანდიდატის ხმებზე მეტი იქნება, გამოჩნდება, რომ ხალხს არჩევანის საშუალება არ ჰქონდა. ლადო კახაძის გამარჯვება  იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება  „ქართული ოცნების“ პოლიტიკით კმაყოფილია. შავგულიძის გამარჯვება კი იმას  ნიშნავს, რომ  მანკიერი სასამართლოს შემქმნელების მხარეს ვართ,“-განაცხადა კობა დავითაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“

მისი თქმით, ამ არჩევნებმა აჩვენა არა საზოგადოების განწყობა, არამედ კოორდინატორების რაოდენობა და პარტიების ფინანსური შესაძლებლობა.

სრული ვიდეო სანახავად მიყევით ბმულს:
https://mcm.ge/

მსგავსი თემები