„სანდრამ 2 შვილი მიატოვა, დედა თავშესაფარში დატოვა და ზუგდიდის მერობა უნდა, საერთოდ, რა უნდა?“ – გოგა ხაინდრავა

„რა უნდა ამ ქალბატონს საერთოდ“ – კითხულობს გოგა ხაინდრავა ზუგდიდის მერობის ყოფილ კანდიდატთან – სანდრა რულოვსთან დაკავშირებით და ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობამ სწორი და გონივრული არჩევანი კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

„რა აკავშირებს ქალბატონ სანდრა რულოვსს დღევანდელ საქართველოსთან, ჩემთვის გაუგებარია. ის ჰოლანდიის მოქალაქეა, რომელსაც დიდი შესაძლებლობები გააჩნია მის ქმართან ერთად, როგორც აღმოჩნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ იქ იცხოვროს. თუმცა, ორი შვილი და მეუღლე მიტოვებული ყავს, დედა მოხუცებულთა თავშესაფარში დატოვა და თვითონ ზუგდიდის მერობისთვის იბრძვის. ერთი გამაგებინეთ ლოგიკა, რა უნდა ამ ქალბატონს, რა ზუგდიდის მერობა აუტყდა, ან რომელი პოლიტიკური მოღვაწეა, ან რომელი სამეურნეო მუშაკი, რა უნდა საერთოდ? მიატოვო ყველაფერი ჰოლანდიაში, ქმარი, შვილები, წამოხვიდე და თავი მოიკლა ზუგდიდის მერობისთვის. ესენი ერთ მშვენიერ დღეს გადაფრინდებიან და დუხი არ იქნება ამათი“ – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

სრული ვიდეოს სანახავად მიყევით ბმულს:
https://mcm.ge/%

მსგავსი თემები