ლექტორს, სტუდენტის შესაძლო სექსუალური შევიწროებისთვის უფლებამოსილება შეუჩერეს, საქმეს შსს იძიებს

სექსუალური შევიწროება, ინტიმური ფოტოები და მიმოწერა, იძულება და შევიწროების მცდელობა – ეს ყველაფერი ლექტორსა და სტუდენტ გოგონას შორის ხდებოდა. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი გოგონა 19 წლისაა, მისი მუნიციპალური სამართლის ლექტორი კი დაახლოებით 50 წლამდეა. გოგონამ ჩათვალა, რომ საკუთარი წესიერება დიპლომში არ უნდა გაეცვალა, ლექტორს მიწერ-მოწერაში არ აყვა და იჩივლა. ლექტორს უფლებამოსილება შეუჩერეს და გამოძიებაც დაიწყო.

„მედიაცენტრი მთავარი“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს – მერაბ ხალვაშს ესაუბრა, რომელიც უნივერსიტეტიც ეს ყველაფერი ხდებოდა.

მედიაცენტრი მთავარი:“ ბატონო მერაბ, სტუდენტმა გოგონამ თქვენ წერილობითი განცხადებით მოგმართათ თუ მომხდარის შესახებ მოგიყვათ?

მერაბ ხალვაში: სტუდენტს, ამ დრომდე, უნივერსიტეტისთვის წერილობითი ფორმით არ მოუმართავს. ეს იყო ზეპირი კომუნიკაცია, რომელიც შედგა სტუდენტსა და ფაკულტეტის დეკანს შორის. შემდეგ კი კომუნიკაცია შედგა ჩემსა და ამ სტუდენტს შორის, რომელსაც ფაკულტეტის დეკანიც ესწრებოდა.

„მედიაცენტრი მთავრი:“ როდის შედგა თქვენი კომუნიკაცია? მერაბ ხალვაში: ეს მოხდა 20 მაისს, დაახლოებით, დღის მეორე ნახევარში. „მედიაცენტრი მთავარი:“ რა იყო ის პირველადი ინფორმაცია რაც დეკანმა გიამბოთ და შემდეგ სტუდენტმა?

მერაბ ხალვაში: დეკანმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ მასთან, სტუდენტის მხარდასაჭერად მთელი ჯგუფი შევიდა. ისინი ითხოვდნენ, რომ კონკრეტული ლექტორი აუდიტორიაში არ შესულიყო. მიზეზად კი ასახელებდნენ იმას, რომ მას სტუდენტთა ჰქონდა მიწერ-მოწერა და თვლიდა, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო. მე სტუდენტმა სწორედ ის მომიყვა, რაც დეკანს მოუყვა.

„მედიაცენტრი მთავარი:“ სტუდენტმა, მისი სიტყვების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, მიმოწერა ან ფოტო თუ გაჩვენათ?

მერაბ ხალვაში: არა, ჩემთვის არ უჩვენებია, თუმცა ჰქონდა ნაჩვენები ჰქონდა ფაკულტეტის დეკანისთვის. ეს გამოქვეყნდა კიდეც.

„მედიაცენტრი მთავარი:“ კონკრეტული ლექტორი კონკრეტულ სტუდენტ გოგონას რა საგანს ასწავლიდა?

მერაბ ხალვაში: ეს არის სამართალმცოდნეობის მეორე კურსი. თუ არ ვცდები მუნიციპალური სამართალს უკითხავდა სტუდენტებს.

„მედიაცენტრი მთავარი:“ ჩვენი ინფორმაციით, ლექტორი 40 წლამდე ასაკისაა, ასეა?

მერაბ ხალვაში: უფრო მეტი. დაახლოებით 50 წლამდე.

„მედიაცენტრი მთავარი:“ მას შემდეგ, რაც თქვენ შესაძლო სექსუალური ძალადობის შესახებ შეიტყვეთ, თქვენი ქმედება რა იყო?

მერაბ ხალვაში: ჩვენ მას ვუთხარით, რომ მოემართა წერილობითი ფორმით. მაგრამ, ამის შემდეგ გუშინ გვიან, გაჩნდა ინფოომაცია და მედია ჩაერთო საქმეში. ჩვენ ველოდებოდით, ეს გოგონა წარმოადგენდა წერილობითი ფორმით განცხადებას, თუმცა ზეპირი კომუნიკაციაც საფუძველს გვაძლევს იმისა, რომ დავიწყოთ მოკვლევა. ჩვენ დავიწყეთ შიდა გამოკვლევა, მაგრამ საქმე ის არის, რომ რაიმე დადასტურება ხომ უნდა გვქონოდა. ვიღაცამ რაღაცა თქვა, ეს ისეთი საკითხია, უნდა ეყრდნობოდეს რაღაცა წყაროს.

„მედიაცენტრი მთავარი:“ თქვენს გამოკვლევაში რა იგულისხმება?

მერაბ ხალვაში: ფაკულტეტის ადმინისტრაციამ, დეკანმა დაიბარა ლექტორი.

„მედიაცენტრი მთავარი“: რას ამბობს ლექტორი?

მერაბ ხალვაში: ის უარყოფს ბუნებრივია ამას და ალბათ რაიმე არგუმენტები ექნება და დაიცავს თავს. აბსოლუტურად ყველაფერს უარყოფს. ის ამბობს, რომ მას გვერდი გაუტეხეს და მის ნაცვლად სხვა ვინმემ გააკეთა ეს. როდესაც შედეგები დადგება და ბრალეულობა დამტკიცდება რომელიმე მხარის, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის მხრიდან შესაბამისი რეაგირებაც იქნება.

„მედიაცენტრი მთავარი:“ ამ ლექტორის მიმართ ადრე, რაიმე სახის პრეტენზია თუ ჰქონია უნივერსიტეტს?

მერაბ ხალვაში: არა, არანაირი. ოფიციალური ფორმით არასდროს შემოსულა ასეთი რამ. აკადემიური ლექტორია და პატიოსნად ასრულებდა თავის მოვალეობას. გადაცდომები არ ჰქონია.

„მედიაცენტრი მთავარი:“ ეს სტუდენტი დადის უნივერსიტეტში?

მერაბ ხალვაში: სტუდენტი, რამდენადაც ვიცი მუშაობს და ლექციებზეც დადის პარალელურად. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სასწავლო პროცესს წარუძღვება სხვა ლექტორი, სანამ ეს ყველაფერი არ გაირკვევა.

„მედიაცენტრი მთრავარი:“ სტუდენტს როგორი აკადემიური მოსწრება აქვს?

მერაბ ხალვაში: ის მეორე კურსელია და უარყოფითი მაზე მე არ გამიგია. აკადემიური მოსწრება აქვს და პარალელურად მუშაობს.

„მედიაცენტრი მთავარი:“ საქმეში სამართალდამცავები ჩაერთვნენ და გამოძიებაც დაიწყო. თქვენ გამოგკითხეს?

მერაბ ხალვაში: არა ისინი არ მოსულან და არ გამოვუკითხივართ, მაგრამ სტუდენტი გამოკითხეს.

„მედიაცენტრი მთავარი:“ გოგონას მშობლებთან თუ გქონიათ კომუნიკაცია? მერაბ ხალვაში: არა, მშობლებთან არა.

კონკრეტული სტუდენტი გოგონას ისტორიას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: https://mcm.ge/

მსგავსი თემები