სამგორში 2 405 405 ლარის ღირებულების სამუშაოები იწყება

სამგორის რაიონში მდებარე სამხედრო დასახლებაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება. პროექტს თბილისის მერია აფინანსებს და მისი ღირებულება 2 405 405 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს, თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ხაბარელთან, სამგორის რაიონის გამგებელთან და თანმხლებ პირებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სამხედრო მოსამსახურეებს, 10 წელია, საცხოვრებელი გადაეცათ, თუმცა, ინფრასტრუქტურა თითქმის მოუწესრიგებელია.

შოთა ხაბარელის ინფორმაციით, დასახლებაში დაახლოებით 1700-მდე ოჯახი ცხოვრობს, სადაც არ არსებობს სანიაღვრე სისტემა, გარე განათება და მოუწესრიგებელია შიდა გზები.

„დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა უკვე დაიწყო ინფრასტრუქტურული სამუშაოები: მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, გარე განათება, მოასფალტდება 35 000 მ2 შიდა ტერიტორია, ასევე გათვალისწინებულია სკვერისა და სპორტული მოედნის მშენებლობა. პროექტისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2 405 405 ლარი დაიხარჯება“ – აღნიშნა შოთა ხაბარელმა.

მსგავსი თემები