ექსკლუზივი: 100 მილიონი დოლარის მითვისებისთვის ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს

  •  

ჯგუფურ კიბერდანაშაულში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე ალექსანდრ კონოვოლოვი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარს“ დაკავებულის ადვოკატმა დაუდასტურა.„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაცით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

როგორც ბესიკ ქარცივაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ძალიან ცუდად იყო.

“ღამე დამირეკეს და მაცნობეს, რომ კონოვოლოვი გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. ცუდად იყი ძალიან. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, კერძოდ, ფსიქიკური პრობლემები,”- განაცხადა “მედიაცენტრ მთავართან” ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის ლიდერს და მის ასისტენტს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით პატიმრობა შეეუფარდეს. კიბერდანაშაულებრივმა დაჯგუფებამ მილიონობით დოლარი მოხსნა ევროპული და ამერიკულ ბანკებიდან, გაძარცულია 41 000 საბანკო ანგარიში. ათიათასობით მოქალაქის ძარცვა საქართველოდან ხდებოდა. ჯგუფს, საქართველოს მოქალაქე ალექსანდრ კონოვოლოვი ხელმძღვანელობდა. მას დახმარებას ასევე საქართველოს მოქალაქე მარატ კაზაჯიანი უწევდა. დანაშაულში ასევე ჩართულები იყვნენ ბულგარეთის, მოლდოვის, უკრაინის და რუსეთის მოქალაქეები.

მსგავსი თემები