პარლამენტის წინ დავით ქაცარავა დააკავეს

  რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის ,,ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი დავით ქაცარავა დააკავეს. ცოტა ხნის წინ, პოლიციამ დააკავა ლაზარე გრიგორიადისიც. მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეები გააფრთხილა. ამის შემდეგ კი, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმელებმა და ნიღბიანი პოლიციელებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დაიკავეს.