სოფო ხორგუანი არ აპირებს, საკუთარ ამომრჩევლებს ვინმეს მხარდაჭერისკენ მოუწოდოს

„მთაწმინდის ამომრჩეველთა მხარდაჭერას ის პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს, ვინც ნდობადაკარგული ამომრჩევლების, გაბრაზებული ამომრჩევლების ნდობის დაბრუნებას, საკუთარი თავისკენ და ქვეყნისკენ დაბრუნებას მოახერხებს“ – ეს განცხადება მთაწმინდის მაჟორიტარული არჩევნების ერთ-ერთმა ყოფილმა კანდიდატმა სოფო ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ მთაწმინდის ოლქში მოვუწოდებ აქტიურობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გაბრაზებული ვართ პოლიტიკოსებზე, ვერ ვიქნებით გაბრაზებული ჩვენს სამშობლოზე. პოლიტიკოსებს ჩვენ ვქირაობთ ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ თუ ისინი არ ასრულებენ თავის მოვალეობას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენს სამშობლოს უნდა გავებუტოთ. უნდა ვიაქტიუროთ და გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია. შევხედოთ ყველამ რა შეთავაზებები ექნებათ მოქალაქეების მიმართ პარტიებს. ვნახოთ როგორ მოახერხებენ ისინი ეს გაბრაზებული მოქალაქეები არჩევნებზე მოიყვანონ. ეს შეიძლება გააკეთოს ოპოზიციამაც და სახელისუფლებო კანდიდატმაც, მათზეა დამოკიდებული. ჩემი მხრიდან, არჩევნებში რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ჩართულობის მოწოდება არ იქნება. ჩემი მოწოდება მხოლოდ ერთადერთია – იაქტიურეთ და მიდით არჩევნებზე“ – აღნიშნა ხორგუანმა „მედიაცენტრ მტავარში“.

მსგავსი თემები