„არ მივცეთ საშუალება ოცნების დეპუტატებს აუღელვებლად შევიდნენ პარლამენტში“- 13 მაისს აქცია იგეგემება

  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებას გეგმავენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ ორშაბათს, 13 მაისს დეპუტატებს პარლამენტში შესვლისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის შესაძლებლობა არ მისცენ. ამის შესახებ ევროპოს მოედანზე გუშინ ღამით გამართულ აქციზე ისაუბრეს და ასევე, გამოქვეყნდა შესაბამისი ინფორმაციაც, სადაც აღნიშნულია, რომ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ, 12 მაისს, 22:00 საათზე შეიკრიბებიან. „ქვეყნის სიყვარულში ჩვენი დაუღალავი ერთობით – გავათენოთ ღამე ერთად და დილით, არ მივცეთ საშუალება ოცნების დეპუტატებს აუღელვებლად შევიდნენ პარლამენტის შენობაში და გააგრძელონ ხალხის ნების, ევროკავშირისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედება“,- აღნიშნულია ორგანიზატორების … ვრცლად „არ მივცეთ საშუალება ოცნების დეპუტატებს აუღელვებლად შევიდნენ პარლამენტში“- 13 მაისს აქცია იგეგემება