51-ე სკოლაში მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, არიან დაჭრილები  

51-ე საჯარო სკოლაში, სადაც დავით დავით სარალიძე სწავლობდა და სადაც მოსწავლეებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა, სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს დღეს, ბოლო ზარზე დაუპირისპირდნენ.  არსებული ინფორმაციით, მე-11 კლასელებს შორის ჩხუბის შედეგად არიან დაშავებულებიც.

მომხდართან დაკავშირებით „მედიაცენტრი მთავარი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც დაპირისპირებას ადასტურებენ, დაჭრას კი, ამ ეტაპისთვის – არა.

„51-ე სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დავიწყეთ 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე. ამ ეტაპის მონაცემებით, დაჭრის ფაქტი არ დასტურდება. ძალადობა ვის შორის იყო, გამოძიება დაადგენს. გამოძიება ახლა მიმდინარეობს“ – განუცხადეს „მედიაცენტრ მთავარს“ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ, დღეს, ბოლო ზარზე, 51-ე სკოლის მოსწავლეებმა იჩხუბეს და არსებული ინფორმაციით, არია დაჭრილებიც.

მსგავსი თემები