ბიძინა ივანიშვილი ხმის მისაცემად, აბასთუმნიდან თბილისში საკუთარი ვერტმფრენით ჩამოფრინდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აბასთუმნიდან თბილისში საკუთარი ვერტმფრენით ჩამოფრინდა. მას მთაწმინდის პირველი საარჩევნო ოლქის მეოთხე უბანზე ელოდებიან.

ბიძინა ივანიშვილის ვერტმფრენი შუშის სასახლის თავზე მოწყობილ სპეციალურ მინი აეროდრომზე დაჯდა.

საარჩვნო უბნის ტერიტორიაზე მობილიზებულია დაცვა, გადაკეტილია ქუჩები.

მსგავსი თემები