ზუგდიდის ერთ-ერთ უბანზე ისევ ხმაურია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08 :00 საათიდან გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი უპრობლემოდ მიმდინარეობს. თუმცა, დილით ზუგდიდის, 82-ე საარჩევნო უბანზე ისე ხმაური იყო. ხმაური და პრობლემა კი გამოწვია იმან, რომ კომისიის თავმჯდომარემ, გადასატან ყუთში საკონტროლო ფურცელი ბეჭდის გარეშე ჩააგდო.

მას შემდეგ, რაც კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა ეს ფაქტი აღმოაჩინეს, ატყდა ხმაური. გადასატან ყუთში 31 ამომრჩევლის ბიულეტენი იყო მოთავსებული, რომელთაც ხმა საცხოვრებელ ბინაზე უნდა მიეცათ.

ოპოზიცია და კომისიის წევრები ყუთის დალუქვას ითხოვენ. კომისიის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გაიარეს კონსულტაცია, სადაც იურისტმა მათ უთხრა, რომ მომხდარ დარღვევად არ ითვლება. ამ წუთებში, ადგილზე ცესკოს წარმომადგენელს ელოდებიან, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

მსგავსი თემები