გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

  პარლამენტის წინ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.  აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, დღევანდელი დღის რელიგიური დატვირთვიდან გამომდინარე, აქციაზე იმაზე მეტ პროვოკაციას ელიან, ვიდრე სხვა დღეებში. ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ  ყველანაირი შეურაცხყოფისგან და აგრესიისგან თავი უნდა შეიკავონ. შეკრებილები მსვლელობით ჯერ „ქართული ოცნების” ოფისთან, შემდეგ იუსტიციის სახლთან, ხოლო ბოლოს ქაშვეთის ეკლესიასთან მივლენ.