სასტუმრო “პარაგრაფთან” აქცია მიმდინარეობს

  “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აქციას სასტუმრო „პარაგრაფთან“ მართავენ. ორგანიზატორები მოძრაობა „სირცხვილიას” წევრები არიან. როგორც შეკრებილები აცხადებენ, მათი მიზანია კონფერენციის წევრებს მიაწვდინონ ხმა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი აპირებენ კონფერენციის ბოლომდე, იყვნენ სასტუმროსთან“, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მსვლელობით გადავლენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.