„სააკაშვილმა მეგრულადაც, რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი უშველით, ჩვენ ვიმარჯვებთ“ – ირაკლი ჩიქოვანი

“ქართული ოცნება” კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლითაც მათი კანდიდატი 12%-ით იმარჯვებს.

„ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია ,,ეი სი თი“-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია 12%-ით იმარჯვებს“ – ამის შესახებ განცხადება სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე,

“ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს ლაპარაკი, არაფერი უშველის.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორც მათ განაცხადეს, ზუგდიდში ჩამოდის 5000 დამკვირვებელი, მათგან 3000 კი სხვადსხვა საფარს ქვეშ იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა დონის კომისიებში, მათ შორის საუბნო კომისიებშიც. ნათელია, რომ ამ რაოდენობის ადამიანი, რომელიც ჩამოსულია ზუგდიდში და საერთოდ წარმოდგენა არა აქვთ ზუგდიდთან მიმართებაში, შესაძლოა იყოს სერიოზული პრობლემა, რისთვისაც ემზადება „ნაციონალური მოძრაობა“. სამწუხარო ფაქტი, ასევე გახლავთ ის, რომ ადამიანები, რომლებიც ჩამობრძანებული არიან ჩვენს ქალაქში იქცევიან ძალიან აგრესიულად და დესტრუქციულად“ – განაცხადა ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები