ათენში, 29 წლის ქალის მკვლელობისთვის, ყოფილი მეუღლე დააკავეს

ათენში საქართველოს მოქალაქის ქ.ს.-ს მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ათენის პოლიციამ მოკლული, 29 წლის ქალის ყოფილი ქმარი დააკავა.

დაკავებულს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მოტივით ჩადენილი დანაშაული. დაკავებული ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლის საცხოვრებლის შესახებ მან არაფერი იცოდა. დაკავებულიც საქართველოს მოქალაქეა. მოკლულსა და დაკავებულს 2 შვილი ჰყავთ.

მსგავსი თემები