„სამხედრო შენაერთებიც რომ ჩამოიყვანონ, ლგბტ აღლუმი არ ჩატარდება“

სამოქალაქო აქტივისტები, ორგანიზაციები და საქართველოს რიგითი მოქალაქეები, ამჯერად, მობილიზაციას 18 ივნისისთვის აცხადებენ. როგორც „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, რომელი დიპლომატიც არ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, არანაირი „გეი პრაიდი“ არ ჩატარდება.

„რაც არ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა იყოს და რა ძალაც არ უნდა წამოვიდეს ჩვენს წინააღმდეგ, სამხედრო შენაერთებიც რომ ჩამოიყვანონ უცხოეთიდან,  ლგბტ გეი აღლუმი საქართველოში ვერ და არ ჩატარდება. ეს უნდა გაითავისოს ყველმა. მე მინდა თავად ლგბტ ადამიანებს მივმართო, მათ ინტერესებშიც არ შედის ესეთი პროვოკაციები. ეს ადამიანები, რომლებიც ამ ლგბტ პრაიდს გეგმავენ არანაირად არ არიან დაინტერესებული მათი დაცვით. ისინი დაინტერესებულნი არიან ჯიბის გასქელებით, რადგანაც დიდ თანხებს იღებენ გრანტების სახით“ –  აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბრეგაძე ყველა ქვეყნის დიპლომატს მიმართავს და ურჩევს, კავკასიის გულის ტრადიციები გაითვალისწინონ: „საქართველო არის კავკასიის გული, ტრადიციული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა, რომლესაც გააჩნია თავისი სპეციფიკა და რომელიც განსხვავდება დანარჩენი ქვეყნებისგან. ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველო ქრისტიანულ სამყაროში არის ერთადერთი ქვეყანა,სადაც გეი აღლუმი არ ჩატარებულა და არც ჩატარდება“.

„ქართულმა მარშმა“ თბილისის მერიას განცხადებითაც მიმართა, სადაც ყველა ის ცენტრალური გამზირი ჩამოთვალა, რომლის დაკავებასაც ისინი 17 მაისს აპირებდნენ. რადგანაც ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებმა მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები 18 ივნისს გადაიტანეს, „ქართული მარში“  მობილიზებას სწორედ 18-25 მაისს გეგმავს.

„ეს მობილიზაცია იქნება მშვიდობიანი.  მობილიზაცია შეეხება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს. მერია ინფორმირებულია, რომ კანონიერად, თბილისის ცენტრალური ქუჩებს დავიკავებთ. ს იმისთვის, რომ „გეი კვირეული“ არ გაიმართოს.  ძალადობას გამოვრიცხავთ. დავდგებით მშვიდობიანად  ლოცვას. სხვა არაფერი არ იქნება. თუ ისინი წამოვლენ და დაიწყებენ ძალადობას, მაშინ ამისთვის არსებობენ სამართალ დამცავი ორგანოები, რომ ეს ყველაფერი აღკვეთონ“ – აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები