მთავარი სიმძიმის ცენტრი 18-25 ივნისი იქნება – „გეი პრაიდი“ თბილისში

  •  

„15:00 საათიდან შევიკრიბებით რუსთაველის პირველ ნომერთან, 17:00 საათზე კი საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ მსვლელობას შევუერთდებით, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება“ – 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით „ქართული მარშის“ გეგმებზე „მედიაცენტრ მთავარში“ სანდრო ბრეგაძემ ისაუბრა.

როგორც „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ლიდერმა აღნიშნა, რადგანაც ლგბტ აქტივისტებმა თავიანთი ღონისძიებები ივნისში გადაიტანეს, მთავარი სიმძიმის ცენტრი სწორედ 18-25 ივნისს გაიხსნება.

„რამდენადაც ვიცით, ლგბტ ორგანიზაციამ თავად განაცხადეს უარი 17 მაისს რაიმე ტიპის აქციის ჩატარებაზე და ამას მივესალმები. ვფიქრობ, რომ იგივეს გააკეთებენ 18 ივნისს, როდესაც ლგბტ პრაიდია დაგეგმილი და თავადვე იტყვიან უარს ამ ღონისძიების ჩატარებაზე. თუ კი იქნება რაიმე ტიპის ძალადობრივი აქტები, მზად ვართ, ჩვენი უფლებები დავიცვათ. თუმცა, რაიმე ექცესს არ ველოდები“ – აღნიშნა ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, თუ აგრესია იქნება, თავის დაცვაც სათანადოდ შეუძლიათ: „მთავარი სიმძიმის ცენტრი გადასულია 18 ივნისისკენ, როცა თბილისში იწყება „გეი პრაიდი“, რომელიც უნდა გაგრძელდეს 25 ივნისამდე. თუმცა, ხვალაც არ გამოვრიცხავთ რაიმე ტიპის პროვოკაციას. ძალადობა არ იქნება ჩვენი მხრიდან და არ იქნება მართლმადიდებელი მრევლის მხრიდან. ძალადობა შეიძლება იყოს იმ პროვოკატორი ლგბტ ადამიანების მხრიდან, რომელიც ხშირ შემთხვევაში მიმართავენ გარკვეულ ძალადობის ფორმებს. თუ კი ვინმე ქუჩაში დაგვესხმება თავს, შესაბამისი რეაგირება გვექნება. მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს და თუ გვერდით არ დაგვიდგებიან ჩვენ თვითონ შევძლებთ, თავი დავიცვათ.“

შეგახსენებთ, რომ ხვალ. 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მასშტაბური მსვლელობა და ღონისძიებები იმართება.

მსგავსი თემები