პროკურატურამ საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურა, ზუგდიდის საკრებულოს წევრის გია დანელიას საუბრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც პროკურატურის მიერ „მედიაცენტრი მთავარისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, გამოძიება სს კანონმდებლობის 164-ე პრიმა მუხლით.

„2019 წლის 14 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასულ, სავარაუდოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით. ასევე, ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, ლევან ხაბეიშვილის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც კადრი ჩანს ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია. ის ზუგდიდში, 19 მაისს დაგეგმილ მერის არჩევნების მოგებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მოსაგებად ყველა შესაძლებლობის ხერხი უნდა გამოიყენონ. მათ შორის, გატაცებაც.

მსგავსი თემები