„ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი“ – საპატრიარქო 17 მაისზე

საქართველოს საპატრიარქო, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ეს დღე მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობას ეძღვნება.

„17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, კვლავ შედგება სახალხო მსვლელობა რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს. მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება. აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს, იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი. კიდევ ერთსაც შევნიშნავთ, რომ ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი“, – ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ „მედიაცენტრი მთავარისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები