“მთავრობაში გადაწყვეტილებები მიღება ემოციურად, გაუაზრებლად ხდება”- გიორგი ქობულია

“საქართველოს მთავრობაში პრობლემას წარმოადგენს გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე და გადაწყვეტილებების მიღება ემოციურად, გაუაზრებლად ხდება”, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტში განაცხადა.

ყოფილი ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რეგლამენტი, რომელიც ინვესტორებისთვის კონკრეტული დოკუმენტების გაცემას გულისხმობდა, 20 დღეში გაიცემოდა, თუმცა ეს წესი შეიცვალა. მისი თქმით, საინვესტიციო პროგრამებიც არაეფექტურია.

„ახლა იცით რა ხდება? – რეგლამენტი გაიცემა რვა, ათ და 12 თვეში, რაც პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა ქობულიამ.

გიორგი ქობულია ამ წუთებში, პარლამენტში 17-გვერდიან პრეზენტაციას მართავს, რომელიც მის ეკონომიკურ ხედვებს ეხება.

მსგავსი თემები