თბილისში, 200 სამშენებლო ობიექტი შემოწმდება

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, მერიის მუნიციპალურ ინსპექციის უფროსი გიორგი ბაგრატიონი და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ბექა ფერაძემ მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ტეგულაციის პირველ ეტაპზე თბილისში 200-მდე სამშენებლო ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.

ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, შრომის პირობების ინსპექტირების ერთადერთი შედეგი დაჯარიმება არ უნდა იყოს და ეს ბიზნესისთვის არ უნდა იქცეს ტვირთად.

„ბიზნეს სექტორი მიესალმება შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და ვიზიარებთ ახალი რეგულაციების მიზანს უზრუნველყოფილი იყოს შრომის უსაფრთხოების ნორმები. თუმცა ვფიქრობთ, რომ დღეს მოქმედი რეგულაციები ბიზნესის შესაძლებლობების ადეკვატური არ არის და შესაძლოა აღსრულების ნაწილში პრობლემები შეიქმნას. მნიშვნელოვანია მშენებელ კომპანიებს ცხადი ინფორმაცია ჰქონდეთ ინსეპქტირების პროცესის და პროცედურების შესახებ. ინსპექტირების მიზანი არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების პრევენცია უნდა იყოს და არა კომპანიის დაჯარიმება.“- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

მსგავსი თემები