“წასული მინისტრის შეხვედრაზე არაფერი გვესაქმება“ – „ოცნებისთვის“ საოცნებო ქობულია უკვე უინტერესოა

მინისტრობიდან რამდენიმე კვირის უკან გაშვებული გიორგი ქობულია დღეს პარლამენტში ალაპარაკდება. მართალია, დეტალებში არ შევა, თუმცა, იტყვის, რომ მას წასვლა არ უნდოდა, რომ წასვლის შესახებ განცხადება არ დაუწერია, რომ გაათავისუფლეს და კიდევ ბევრი რომ…

ოპოზიციას ყოფილი მინისტრისთვის დასასმელი კითხვები ქვეთავაბად აქვს ჩაშლილი, ყოფილი მინისტრის ყოფილი თანაგუნდელები კი აქტიურობას არც აპირებენ, რადგან ის უკვე ყოფილია. უფრო მეტიც, საპარლამენტო უმრავლესობა ქობულიას მოსმენას არც აპირებს, რაც იმას ნიშნავს რომ მას თითქმის ცარიელ დარბაზში მოუწევს საუბარი.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე კოლეგებს მიმართავს, რომ ამ შეხვედრას არც უნდა დაესწრონ: „ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ შეხვედრას არ უნდა დაესწრონ და ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. გუნდიდან წასული დეპუტატების და გუნდიდან წასული მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება. საზოგადოებამ უკვე იცის და კარგად ხვდება, თუ რატომ გადადგა კონკრეტული ადამიანი თანამდებობიდან. გუნდიდან წასული ადამიანების შეკრებას ბუნებრივია ჩვენ არ დავესწრებით.“

ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას პარლამენტში ღია ფორმატის ფარგლებში ელოდებიან. ის საკანონმდებლო ორგანოში 13:00 საათზე მივა. შეგახსენებთ, რომ ქობულიამ ეკონომიკის მინისტრის პოზიცია გასული წლის ივლისში დაიკავა და ამ პოზიციაზე სულ 8 თვე იმუშავა.



მსგავსი თემები