დაპირისპირება ზუგდიდში – პოლიტიკური „საქმის გარჩევა“ ქუჩაში

ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმის ყველა დეტალი დეტალურად იქნება გამოძიებული.

„წინა არჩევნები, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან შფასებული იყო, როგორც ძალადობისგან ყველაზე სუფთა და თავისუფალი არჩევნები. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ექსცესი იქნება დეტალურად გამოძიებული და არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე იქნება დამნაშავე, მიეცემა პასუხისმგებლობაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსნებთ, რომ საკრებულოს სხდომის დამთავრების შემდეგ, სანდრა რულოვსმა „ქართული ოცნების“ საკრებულოს ერთ-ერთ წევრს ბრალდებებით მიმართა და ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაში დაადანაშაულა, რასაც შემდეგ ურთიერთბრალდებები მოჰყვა.

საკრებულოს წევრები სანდრა რულოვსს ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით მის მიერ წარსულში გამოთქმული პოზიციების გამოც დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ იგი ადრე ზვიად გამსახურდიას მომხრე არ იყო და ახლა უკვე პოზიცია შეიცვალა.

„ზვიადის მომხრე მეც გავხდი. შეიძლება ადრე არ მქონდა ასეთი წარმოდგენა და მეგონა, რომ რაღაც დაჯგუფებები იყო, რადგან 90-იან წლებში ასეთი მოსაზრება იყო ხალხში. ამაზე ვწერდი ხოლმე პარაგრაფებს, თუმცა, ახლა ყველა უნდა ვიყოთ ზვიადის იდეის გამაგრძელებლები, აქ არ არის საუბარი, ვინ მოგვწონს და ვინ არა, ქვეყანაა გადასარჩენი“, – განაცხადა სანდრა რულოსვმა.

ზუგდიდში, სანდრა რულოვსსა და უცნობ პირებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც მოხდა. გავრცელდა კადრები, სადაც უცნობი პირები სანდრა რულოვსა და მის თანმხლებ პირებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.

მსგავსი თემები