“შენს შვილზე თუ ილაპარაკებდი ასე ადვილად ნეტავ? წყეულიმც იყავ! “- ია მეტრეველი

ყოფილი ხელისუფლების პირობებში, კორტების სპეცოპერაციისას ჩაცხრილული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი მის პირად ფეისბუქ გვერძე სტატუს აქვეყნებს და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. 

“სააკაშვილო, შე მსოფლიო მატყუარა და მასხარა, რა თქმა უნდა, შენს ტყუილებს, არც ვკითხულობ და არც ვისმენ მაგრამ ამ შემთხვევაში, არ შემიძლია არ გიპასუხო. ჯერ ეგ ერთი, სწორედ რომ, შენ გაეცი ბრძანება იმისა, რომ პოლიციელებს, ადგილზე,უაპელაციოდ, გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე დაეხვრიტად ხალხი ქუჩებში, იმისთვის რომ შიში დაგემკვიდრებინა ქვეყანაში, რათა ტერორით და ძალადობით გემართა ქვეყანა. სწორედ ასეც გააკეთე, ტერორით, სიკვდილით,წამებით, გაუპატიურებით მართე ქვეყანა 9 წლის მანძილზე. თუმცა, მაინც ვერ დაგვიმორჩილე და მაინც და დაგამარცხეთ. მეორეც ერთი, ჩემთვის, ან გამცემლიძის დედისთვის ან ვაზაგაშვილის დედისთვის, ან გირგვლიანის დედისთვის და ასე შემდეგ, სამწუხაროდ, ვრცელი სია დაგვიტოვე შენს მიერ გაუბედურებული ადამიანებისა, რა შეღავათი, ამერიკაშიც ხდება ასეთი შემთხვევებიო რომ ამბობ. შენს შვილზე თუ ილაპარაკებდი ასე ადვილად ნეტავ? წყეულიმც იყავ! სააკაშვილო, წყეულიმც იყავ! დარწმუნებული ვარ, უფალი მწარედ მოგთხოვს პასუხს, ამდენ სისხლზე და აუცილებლად მოიმკი იმას, რაც დათესე. არ შეგრჩება ჩემი, უმანკო, პატარა ბიჭის სიკვდილი, ისევე როგორც, არ შეგრჩება სხვა დანარჩენი ახალგაზრდების გაუბედურება. ფლორიდაში სასახლეების ყიდვა ვერ გიშველის,”- წერს ია მეტრეველი მის პირად გვერდზე.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ისტორიები, როგორიც ვაზაგაშვილის ისტორია და კორტების ოპერაციაა ყოველდღე ხდება სხვადასხვა ქვეყნებში.

“აფრასიძეებს ისტორია, იგივე ვაზაგაშვილის და კორტების ოპერაცია, უკაცრავად, სხვა გამოსავალი რა იყო? იგივე პრობლემაა ბრაზილიაში, ახლა ქუჩაში დახოცა პოლიციამ რამდენიმე კრიმინალი. სხვადასხვა ქვეყნებს აქვს ასეთი ეტაპები. დღეს საქართველოში ამის აუცილებლობა არ არის, მაგრამ მივუდგეთ 2004 წელს 2019 წლის კრიტერიუმებით, ეს არის დიდი სისულელე. რობაქიძის ისტორიას რაც შეეხება, უკაცრავად ასეთი რამე ამერიკაში ყოველ დღე ხდება. ძალიან ხშირად ხდება.” -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი თემები