„ვიღაც გოგი გვახარია წერს, გაიხსენეთ რა დაემართა თამარს, იგივე დაგემართებათ თქვენც“ – მუქარა მომღერლების მიმართ

“ყველა ადამიანს გმირობას ვერ მოსთხოვ. ზოგიერთმა, შეიძლება, ხმამაღალი განცხადება გააკეთოს,ზოგიერთმა არა, მაგრამ აქ, კარიერაზე არ უნდა გადიოდეს ამ საკითხის გადაწყვეტა”,- აღნიშნული განცხადება “მედიაცენტრ მთავართან” მამა დავით ლასურაშვილმა, 17 მაისს, საპატრიარქოს მიერ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების შესახებ გააკეთა.

მამა დავითმა “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას აღნიშნა, რომ ზოგიერთი ადამიანი იმუქრება და სალანძღავ გამონათქვამებს ისვრის იმ ხელოვანთა მისამართით, რომლებიც 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას. აღნიშნულის დასტურად კი მან ცნობილი საოპერო მომღერალი თამარ ივერი და მისი ერთ-ერთი ისტორია მოიყვანა.

“რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი, თამარმა, თავისი პოზიცია დააფიქსირა, თუმცა, შემდეგ მას ბოდიშის მოიხადა მოუწია. იცით რატომ? იმიტომ, რომ, თურმე, თამარის განცხადებების შემდეგ, მისი კონცერტები ჩაიშალა და თამარი „იმ ადამიანების“ უფლებების დამრღვევად შერაცხეს. თამარის უფლებები დაარღვიეს ისე, რომ თამარს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს. მასაც ხომ აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი და თქვას ის, რასაც ფიქრობს. ამის შედეგად კი კონცერტები ჩაუშალეს საერთოდ. ვიღაც გოგი გვახარია წერს, გაიხსენეთ რა დაემართა თამარს, იგივე დაგემართებათ თქვენც. ეს არის მოწოდება, ხელოვანთა მიმართ, რომ თქვენ დაგემართებათ იგივე და თქვენ აღმოჩნდებით შავრაზმელთა გვერდით და თქვენი პირადი კარიერა დასასრულისკენ წარიმართება,”- განუცხადა მამა დავითმა “მედიაცენტრ მთავარს”.

შეგახსენებთ, რომ, წლების წინ, ოპერის მომღერლმა თამარ ივერმა, ლგბტ საზოგადოებასთან დაკავშირებით საკუთარი ნეგატიური პოზიცია სოციალურ ქსელში დააფიქსირა, რის შემდეგაც, ის ჰომოფობიურ გამონათქვამებში დაადანაშაულეს და მსოფლიოს მასშტაბით კონცერტები გაუუქმეს. ოპერა “ავსტრალიამ” თამარ ივერს კონტრაქტი შეუწყვიტა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დადგმიდან თამარ ივერი ბრიუსელის ოპერის სახლმაც გაუშვა. მამა დავითის მოსაზრებით, თამარ ივერმა უნდა ისაუბროს იმ ადამიანების და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც მის წინააღდეგ წავიდნენ და კონცერტები ჩაუშალეს.

მსგავსი თემები