უშუქო დასახლებებში მზის პანელები დამონტაჟდება

მთავრობამ, უშუქო დასახლებებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოყო.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გამართლ ბრიფინგზე განაცხადა, საუბარია ისეთ დასახლებებზე, რომელსაც უნიკალური ტურისტული პოტენციალი აქვს, თუმცა ელექტროენერგიის წვდომის გარეშე მათი განვითარება ფერხდება. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით შესაბამისი პროექტი უკვე მომზადებულია.

მსგავსი თემები