ადვოკატი მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავებას არ გამორიცხავს 

მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის, მარიამ კუბლაშივილის განცხადებით, გამორიცხული არ არის მალხაზ მაჩალიკაშვილს ბრალი წარუდგინონ დაააკავონ.

ადვოკატის განცხადებით, დასადგენია ბევრი რამ. მაგალითად, რამდენად ავთენტურია ჩამაწერი, არის თუ არა უწყვეტი თუ დამონტაჟებული და ასევე, რამდენად სწორია თარგმანი.

“გამორიცხული არ არის, რომ მოხდეს მალხაზის დაკავება. იმ მტკიცებულებების გათვალისწინებით მისი დაკავების მიზეზი არ არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სრულ მასალაზე წვდომა არ გვაქვს, არ არის გამორიცხული, რომ მათ ჰქონდეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა ან არ ჰქონდეთ. ვერ ვიმსჯელებ, რამდენად მართებულია მისი დაკავების საკითხი, მაგრამ ვერ გამოვრიცხავ, პოლიტიკური ნება თუ არის, პროკურატურის ნება თუ არის, ამ შემთხვევაში საკმარისად ჩათვალონ ეს გარემოება და დააკავონ,”-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა. 

მსგავსი თემები