„მკვლელი მაჩალიკაშვილთან რომ მისულიყო და ეღიარებინა, ის აპატიებდა“ – სისხლის აღება და სისხლის პატიება

„სასაფლაო ჩვენთვის ძალიან წმინდა ადგილია. მაღალი თანამდებობის პირებმა კარგად შეისწავლონ ჩვენი ტრადიციები, თუნდაც ქისტების სამართლის კოდექსი, რომელიც 4 ენაზე ითარგმნა და რომელიც გამორიცხავს წმინდა ადგილის – სასაფლაოს სასაკლაოდ გამოყენებას და ტერორისტულ აქტს“ – აღნიშნული განცხადება ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა მექა ხანგოშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

მისი შეფასებით ტერორისტად გამოცხადებულ მალხაზ მაჩალიკაშვილს შურისძიების სურვილი და განცდა შესაძლოა ჰქონოდა, რადგან უდანაშაულო ერთადერთი შვილი მოუკლეს, თუმცა, ფიქრები და აზრები არ ნიშნავს, რომ ის ტერორისტულ აქტს გეგმავდა.

„სასაფლაო ეს არის ძალიან წმინდა, არ აქვს მნიშვნელობა ეს მუსლიმთა სასაფლაოა თუ ქრისტიანთა. ეს არის ძალიან წმინდა და ხელშეუხებელი. სასაფლაოზე არათუ ტერაქტის მოწყობა, არამედ უცხო პირის შესვლაც კი იკრძალება. არსებობს ამ მხრივ ძალიან ბევრი მუხლი, თუ როგორი მიმართებაა ცხედართან, სასაფლაოსთან დაკავშირებით. ამდენად, გამორიცხულია, მალხაზ მაჩალიკაშილს ტერორისტული აქტი დაეგეგმა და ისიც საფლავზე“- განაცხადა მექა ხანგოშვილმა „მეიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, ხეობაში სისხლის აღების ტრადიციები შემორჩენილია, თუმცა, სისხლის პატიებაც ხდება: „ რაც შეეხება სისხლის აღებას, თუ განზრახ არის ჩადენილი მკვლელობა, თუ ადამიანი არის უდანაშაულო, ამ შემთხვევაში აუცილებლად ხდება სისხლის აღება. თუმცა, თუ შემთხვევითობაა მაშინ, არის პროცედურა, როცა ხდება სისხლის პატიება და შემდგომ ძმობაც კი მყარდება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის მკვლელი, რომ მისულიყო მაჩალიკაშვილთან და ეღიარებინა თავისი დანაშაული, მალხაზ მაჩალიკაშილი მას აპატიებდა“.

მსგავსი თემები