“უმრავლესობა შეკრულია, მცირე ინციდენტები პრობლემას ვერ შექმნის” – ირაკლი კობახიძე  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის ნუკრი ქანთარიას, საჯარო განცხადებების დროს შეცდომებში ადანაშაულებს, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად მიიღება.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობას მყარად აქვს ჩამოყალიბებული ურთიერთობები და მცირე ინციდენტები პრობლემებს ვერ შექმნის.
„საპარლამენტო უმრავლესობაში მყარად გვაქვს ჩამოყალიბებული ურთიერთობები. უმრავლესობა შეკრულია. გამომდინარე აქედან, მცირე ინციდენტები პრობლემებს ვერ შექმნის. ამაზე თავს ვდებ. არის 3–4 დეპუტატი, რომელმაც შეცდომა დაუშვა თავის საჯარო განცხადებებში. ეს რა თქმა უნდა პრობლემაა, თუმცა მარტივად მოგვარებადი“, – მიაჩნია პარლამენტის თავმჯდომარეს.

მსგავსი თემები