ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავს ვაკის პარკში აღნიშნავენ

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მთავრობის წევრები პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეიკრიბნენ დაი ყვავილებით შეამკეს. „კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა“ – ასე აფასებენ ისინი 9 მაისს ომის ვეტერანებსა და მათ ოჯახებს ამ დღეს ულოცავენ.

“ფაშიზმზე გამარჯვების დღე კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა. საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში. ასი ათასობით ქართველი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე და მინდა ქედი მოვიხარო მათი ხსოვნის წინაშე. მსურს ომის ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მივულოცო დღევანდელი დღე და მათ ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სამამულო ომში გამარჯვების დღეს, თბილისში, „ვაკის პარკში“ აღნიშნავენ. უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეკრებილები არიან ომის ვეტერანები, ხელისუფლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. ვეტერანები, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას მიიღებენ. შესაბამისი განკარგულება პრემიერმა გამოსცა.

მსგავსი თემები