თბილისის მერია, მეტროს ახალ ვაგონებს შეიძენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძეს განცხადებით, თბილისის მეტროპოლიტენისთვის ახალ ვაგონებს შეიძენენ. 

როგორც მინისტრმა განაცხადა, თბილისის მერიას ბიუჯეტი გაეზრდება, რის შემდეგაც ახალი შემადგენლობის შემოყვანა დაიწყება. 

„მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს გავუზრდით ბიუჯეტს და დაიწყება ახალი შემადგენლობების შემოყვანა. თბილისი იქნება ნამდვილი ევროპული ქალაქი. ჩვენ ამას გპირდებით და ამას აუცილებლად შევასრულებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები