„მზადდებოდა უმძიმესი დანაშაული“ – არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი არჩილ თალაკვაძე სუს-ის მიერ გამოვლენილ ტერორისტული აქტის მომზადებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც დეპუტატი აცხადებს, სოსო გოგაშვილის მიმართ პირდაპირი საფრთხე იკვეთება.

„გავრცელებული ჩანაწერი, სადაც სოსო გოგაშვილის და მისი ოჯახის მიმართ პირდაპირი საფრთხე იკვეთება, შემაშფოთებელია. როგორც ჩანს, მზადდებოდა უმძიმესი დანაშაული და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი პრევენციის მიზნით სწორად და ეფექტურად იმოქმედა. თანამდებობის პირები რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას იცავენ, უსაფრთხოების თითოეული ოფიცერი და მათი ოჯახის წევრები სათანადოდ უნდა იყვნენ დაცული. ამიტომ, ამ საქმეზე შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით“ – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ ვიდეო ჩანაწერი და განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია მალხაზ მაჩალიკაშვილის მხრიდან დაგეგმილ ტერორისტულ აქტზე.

მსგავსი თემები