„ნებისმიერ მეთოდს მიმართავენ, რომ გამანადგურონ“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

  •  

ტერორისტული აქტის მომზადებისთვის დადანაშაულებული მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ გაშლილ კარვებთან არ იმყოფება. მან ტერიტორია დაახლოებით 30 წუთის წინ დატოვა და დაიბარა, რომ სალოცავად მიდიოდა.

როგორც მაჩალიკაშვილმა სუს-ის ბრალდებების მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის მისი შვილის მკვლელების დასჯას ითხოვე, სახელმწიფო კი მისი ოჯახის განადგურებითაა დაკავებული.

„დაიჭირონ ჩემი შვილის მკვლელები, ეს დანაშაული სახელმწიფოს აქვს ჩადენილი. ესენი ყველაფერს აკეთებენ, ნებისმიერ მეთოდს მიმართავენ, რომ გამანადგურონ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვლის მიერ დაგეგმილ ტერორისტულ აქტზე ისაუბრა. მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე კი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, რადგან მალხაზ მაჩალიკაშვილმა იცის, რომ მისი ტელეფონი 24 საათის განმავლობაში ისმინება და ტელეფონით ის არაფერზე საუბრობს და მითუმეტეს, მსგავს სიბინძურეზე არც ფიქრობს.

მსგავსი თემები