ილია თოფურია საქართველოშია

  UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოშია, იგი საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოვიდა. UFC-ის ქართველი ჩემპიონს აეროპორტის გამოსასვლელში უამრავი გულშემატკივარი დახვდა. 16 თებერვალს, ქამრისთვის ბრძოლაში, 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, მას ჯერ კარიერაში არ წაუგია.