ბათუმის სასპორტო სკოლამ, აფხაზეთის ტურნირს უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო,აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით, თბილისში ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში აფხაზეთის ღია საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა. ტურნირი უმცროს და უფროს ასაკში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რაპირით ფარიკაობაში ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა სამი სინჯის მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონის ტიტული ირაკლი მიქელაძემ დაისაკუთრა, ლუკა კეჟერაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა,ხოლო ნიკა კეჟერაძე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ხმლით ფარიკაობაში კი უმცროს ასაკში, გოგონათა შორის მარიამ ტუღუში ვერცხლის მედლის პრიზიორი გახდა. უფროს ასაკში ვაჟთა შორის ლაშა კუჭუხიძემ ვერცხლის, ხოლო ლუკა კუჭუხიძემ კი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

მსგავსი თემები