თბილისში, სტუდენტური ფესტივალი იწყება

თბილისში, 7-16 მაისს, სტუდენტურ ფესტივალი გაიმართება, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყველა საუნივერსიტეტო ქალაქს გააერთიანებს. სტუდენტური სივრცე დიღომში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა და მონაწილე უნივერსიტეტების სპორტულ გუნდებსა და შემოქმედებით ჯგუფებს უმასპინძლებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, 10-დღიან სტუდენტურ ზეიმში მონაწილეობას საქართველოს 36 უნივერსიტეტი მიიღებს.

„ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქიდან. რეგიონებიდან ჩამოვლენ სტუდენტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისასალმებელია მსგავსი პროექტების განხორციელება. მსურს, მადლობა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას, განსაკუთრებით, პრემიერ-მინისტრს. რომ არა მათი მხარდაჭერა, ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. ერთიანი ძალისხმევით, გვაქვს შესაძლებლობა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 36 უნივერსიტეტის სტუდენტებს ვუმასპინძლოთ და მივცეთ საშუალება, ზეიმი მოაწყონ. ამ ათი დღის განმავლობაში, იქნება ჩემპიონატები სპორტის რამდენიმე სახეობაში და კონკურსები კულტურულ-შემოქმედებით მიმართულებებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ფესტივალის ფარგლებში, ასევე, განხორციელდება არასაკონკურსო აქტივობები ინოვაციების, კულინარიის, კრიკეტის, სპორტის ექსტრემალური სახეობების მიმართულებით.

მსგავსი თემები