სურსთის ახალი რეგულაცია – პროდეუტს ხარისხის ნიშანი მიენიჭება

სასურსათო პროდუქტს ხარისხნის ნიშანი მიენიჭება. ამ ეტაპისთვის, საუბარია მხოლოდ 12 კლასიფიკაციის ხარიხზე, როგორიცაა, მაგალითად: „მთის პროდუქტი“, „ტყეში ნასუქი,“ „პირდაპირი დაწურვის წვენი,“ „ბიოპროდუქტი“ და სხვა.

ხარისხის ნიშანთან დაკავშირებული ახალი რეგულაციის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რეგულაციებზე „მთაწმინდის პარკში“, ჩაისა და თაფლის ფესტივალზე ისაუბრეს.

„ტრადიციული კულტურის, ჩაის და თაფლის ფესტივალს სიმბოლურად დავამთხვიეთ ხარისხის ნიშანთან დაკავშირებული რეგულაციის პრეზენტაცია. ქართული ჩაი თავისი ხარისხითა და საგემოვნო თვისებებით გამორჩეული იყო და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ ხარისხიანი ქართული ჩაი მსოფლიო ბაზარს შევთავაზოთ. ქართული თაფლი კი, ის პირველი ცხოველური პროდუქტია, რომლისთვისაც ევროკავშირის ბაზარი ღიაა და რომელიც საკუთარი ნიშას მალე დაიკავებს. რაც შეეხება ახალ რეგულაციას, ხარისხის ნიშანი პროდუქტს მეტ დაცულობას ანიჭებს. ასევე ხარისხის ნიშნის მინიჭება და მისი დაცვა უზრუნველყოფს დამატებითი ღირებულების შექმნას, აღნიშნულ პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდას, ხელს უწყობს აგროტურიზმის განვითარებას, სოფლის გაძლიერებას, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, სანდოობის და ექსპორტის ზრდას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც სამინისტროდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, „ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წესი“ ითვალისწინებს საქართველოში სურსათთან დაკავშირებული ხარისხის სქემების განვითარების, პროდუქტის ბრენდირების, მარკეტინგის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის, მათი დაცვის სამართლებრივ/ინსტიტუციონალური მექანიზმების სრულყოფის და ხარისხის ნიშნის მიხედვით ნიშანდებული სურსათის პოპულარიზაციის უზრუნველყოფის საკითხებს. ხარისხის ნიშნის შემქმნელია მარკეტინგული საბჭოს მიერ, რომელსაც სამინისტროს ცენტრალური აპარატის და უწყებაში შემავალი სამსახურების წამყვანი სპეციალისტები და საქპატენტის ექსპერტები წარმოადგენდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, უკვე განსაზღვრულია თერთმეტი კლასიფიკაციის ხარისხი და ხარისხის აღმნიშვნელი ნიშანი (საჭიროების შემთხვევაში, ახალი ნიშნები შეიქმნება), ესენია: „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა“ „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება“ „ტრადიციული პროდუქტი“ „ქართული ხარისხი“ „ბალახით ნაკვები“ „ხელით დამზადებული“ „მთის პროდუქტი“ „ტყეში ნასუქი“ „პირდაპირი დაწურვის წვენი“ „ბიოპროდუქტი“ „ბიოწარმოებაზე გარდამავალი“.

სასურსათო პროდუქტზე ხარისხის ნიშნის მინიჭება ნებაყოფლობითი პროცედურაა და მინიჭება საქართველოს კანონმდებლობით და აღნიშნული წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება. ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების შემდეგ საწარმო და თვით პროდუქცია ექვემდებარება მუდმივ კონტროლს მონიტორინგის გეგმის შესაბამისად და რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.

მსგავსი თემები