დავით ბაგრატიონი საქართველოშია და დაკითხვაზეც მივა

„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით, სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თბილისშია. ის საქართველოში წუხელ ჩამოფრინდა. მისი ადვოკატი „მთავარს“ ამ ინფორმაციას უდასტურებს.

როგორც დავით მუხრანელის სამოქალაქო საქმის ადვოკატმა ლევან ჩხეიძე „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თბილისშია და მასთან შეხვედრას ორშაბათს გეგმავს. რაც შეეხება დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სს საქმე, ამ ნაწილში მისი ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შესაბამის უწყებაში გამოკითხვაზე მომავალ კვირას მივა.

შეგახსენებთ, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე, მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მუხლით სს საქმეა აღძრული. დავით ბაგრატიონი, თავდაპირველად, საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარს აცხადებდა, ამჯერად კი თანახმაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

მსგავსი თემები