ვაკე-საბურთალოს გზა გადაკეთილია

თბილისში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე, გზის გაწმენდის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს. მოძრაობა 13:00 საათისთვის სრულად აღდგება.

როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ამ დროისთვის, ნაწილობრივ გადაკეტილია უნივერსიტეტი-თამარაშვილის ქუჩებისა და ყაზბეგის გამზირი-თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთა, ბაგების მიმართულებით.

“სამუშაოები უახლოეს ხანებში დასრულდება.ჩამოშლილი ფერდის მცირე მასების გაწმენდაზე მთამსვლელები მუშაობენ. ქვათაცვენის მიზეზებს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სწავლობენ,”- განაცხადეს მერიაში.

მსგავსი თემები