„თვალში ნაცარს გვაყრიან, რომ მუსულმანი ქვეყნები ჩვენი ძმები არიან“ – მეუფე აზერბაიჯანთან დავაზე

რუის-ურბნისის მიტროპოლიტი, მეუფე იობი ქართველი მესაზღვრეების ქმედებით გაოცებულია და უკვირს, რატომ ვერ შეძლეს დავით გარეჯი დაეცვათ. მიტროპოლიტმა ქადაგებისას ხმაურიანი განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს სადაო სიმაღლეები საქართველოს გასაკონტროლებლად სჭირდება.

„გაოცებული ვარ, რატომ ვერ შეძლეს ჩვენმა მესაზღვრეებმა იქით გადასულიყვნენ და დაეცვათ ეს ტერიტორია. პირიქით, ისინი ზემოთ ამოდიან და უკვე მათთვის ეს ადგილი ყოფილა სამხედრო თვალსაზრისით, სტრატეგიული დანიშნულების ადგილი. სიმაღლეები არის და ფაქტობრივად, ეს რისთვის სჭირდება ამ მესაზღვრეებს, აზერბაიჯანის მხარეს? სჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ გაგვაკონტროლონ იქით. თვალში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან, მუსულმან ქვეყნებზე, რომ ჩვენი მეგობრები და ჩვენი ძმები არიან. ეს იცით, რას ნიშნავს, რომ ქრისტიანმა თქვას, რომ ეშმაკის მიმდევარი და ეშმაკის მსახური ჩვენი მეგობარია“ – ასე იქადაგა მეუფემ.

მეუფე სხვა სადაო ტაძრებსაც ახსენებს და ამბობს, რომ განსაცდელი ყოველთვის სწორედ ამ ქვეყნებიდან მოდის: „მათზე არის სულიერი დამღა მუსულმანობის. ისტორიული მეხსიერება ჩვენ არ გვღალატობს და გვახსოვს, რომ ყოველთვის განსაცდელები ასეთი ქვეყნებიდან მოდიოდა. ტაო-კლარჯეთი თურქეთში, ყარაის ველი და ჰერეთი აზერბაიჯანში, ლორე-ტაშირი სასომხეთში, სოჭი, აფხაზეთი, ახლა სამაჩაბლო რუსეთის მხრიდან ოკუპირებულია,“ – განაცხადა მეუფე იობმა.

მსგავსი თემები