კვერცხების თემა გახარია-ჭიჭინაძის დუეტში

  •  

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, შს მინისტრ გიორგი გახარიასგან სააღდგომო კვერცხებზე მიპატიჟებას ელოდება.

განცხადება დეპუტატმა, შს მინისტრის პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის წინ გააკეთა.

“დაველოდებით ახალ ფორმატს რას შემოგვთავაზებს ყავის შემდეგ და მაგის მერე დავუსვამთ კითხვებს. არვიცი ახლა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია და შეიძლება კვერცხებზე დაგვპატიჟოს,”-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. 

შეგახსნებთ, რომ გახარიამ პარლამენტში წინა სტუმრობისას ელენე ხოშტარიას ყავაზე მიპატიჟება შესთავაზა. ხოშტარიამ კი შესთავაზა, რომ შემდეგ ვიზიტზე ყავას საკუთარი ხელით მოუდუღებდა და მიართმევდა.

მსგავსი თემები