„თქვენ პანკისში მოიქეცით სწორად, რომ შეაჩერეთ სისხლისღვრა“ – კვიციანი გახარიას

“რაც პანკისში მოხდა, მიმაჩნია, რომ ეს იყო ხალხის აჯანყებამდე მიყვანა” – ასე მიმართა “პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სესიაზე, რომელიც პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებას ეხებოდა.

როგორც კვიციანმა აღნიშნა, მინისტრს მადლობა ეკუთვნის, თუმცა, უსამართლობა ის მთავარი წყალგამყოფია, რომელიც ხალხს პოლიციისგან გაყოფს.

“მიმაჩნია, რომ თქვენ იქ მოიქეცით სწორად, რომ შეაჩერეთ მოსალოდნელი სისხლისღვრა. ამიტომ, ჩემი პირადად მადლობა თქვენ. ეს ერთი და მეორე, მინდა გითხრათ, რომ პანკისის ხეობაში სანამ ეს აჯანყება მოხდებოდა მანამდე ცუდი ფაქტები იყო. თუნდაც, ის სპეცოპერაციები, რომელიც ჩაატარეს სპეცსამსახურებმა და ერთი თქვენი თანამშრომლების ცუდ ამბებსაც მოგიყვებით. ეს არის 2018 წლის 4 აგვისტო, როდესაც მუსა ხანგოშვილი დააკავეს გზაზე, როდესაც არანაირი პოლიციური რაიმე არ იყო დაგეგმილი. ოთხმა კაცმა სცემა სასიკვდილოდ. ამის მერე, თითქოს წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას და ჩასვეს ციხეში. ამაზე თქვენ მოგმართეთ და მყისიერი რეაგირება მოახდინეთ, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ორ ადამიანზე და ის მუსა ხანგოშვილი მაინც დარჩა ციხეში. ორი წელი მიესაჯა და სამართლიანობა არ აღდგა. უსამართლობა არის სწორედ ჩემო პატივცემულო მინისტრო ის, რომელიც ხალხს და პოლიციას გაყოფს,“-მიმართა ემზარ კვიციანმა გიორგი გახარიას.

მსგავსი თემები