“ქალთა მკვლელობა კარდინალურად შემცირებულია”- გიორგი გახარია

  •  

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა შემცირებულია.

როგორც გიორგი გახარიამ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, შემაკავებელი ორდერების როადენობამ 6 ათას გადააჭარბა.

„რისკების შეფასების სისტემამ ოჯახური ძალადობის ნაწილში, ასევე შემაკავებელმა ორდერებმა მოგვცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეფექტი და შედეგი. შემაკავებელი ორდერების რაოდენობა გაიზარდა და თუ არ ვცდები ექვსი ათასს გადასცდა, მაგრამ ეს არ არის შედეგი. შედეგი არის ის, რომ ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული ქვეყანაში. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა 2018 წლის განმავლობაში, როდესაც მსგავსი მძიმე დანაშაული მომხდარიყო შემაკავებელი ორდერის არსებობის პირობებში. რაც ყოველთვის პრობლემა იყო წლების განმავლობაში“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები