„სახელმწიფოსთვის სასულიერო პირები მარგინალები ვართ?!“ – კითხვა პრემიერ-მინისტრს

მამა დავით ლასურაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს მიმართავს და კითხვაზე პასუხს სთხოვს. კითხვა კი შემდეგია: „საქართველოს ეკლესია და ზოგადად, მართლმადიდებელი ეკლესია მარგინალირებული ჯგუფია, ექსტრემისტთა და ულტრამემარჯვენეთა ჯგუფები ვართ?“. მამა დავითმა აღნიშნული კითხვა „მედიაცენტრ მთავარში“ გააჟღერა.

როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა ევროსაბჭოში განაცხადა, რომ ისინი, ვინც ლგბტ საზოგადოებას ებრძვის, მცირე ნაწილია და ყველა ქვეყანაში არსებობენ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, 2019 წლის აპრილში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის წევრის კითხვას უპასუხა. ის ადამიანი ეკითხება, როგორ აპირებთ ამჯერად მაინც დაიცვათ ლგბტ თემის უფლებები-ო. პრემიერის პასუხი კი ასეთი იყოს: „რამოდენიმე წლის წინ, როგორც იცით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი და ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება იმ ჯგუფებს, რომლებიც თქვენ ახსენეთ, ულტრამემაჯვენეები და ექსტრემისტები, თუ რაც არიან, ესენი არიან მარგინალიზებული ჯგუფები და ასეთი ჯგუფების პოვნა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება“-ო. ახლა, მამუკა ბახტაძეს მინდა მივმართო, მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის და იმ ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, რომლის პრემიერ-მინისტრიც თავად ბრძანდება ფიქრობს, რომ ლგბტ თემი მიუღებელია მათთვის, მიუღებელია საზოგადოებრივი ზნეობისთვის. ახლა, მე მას ვეკითხები – როგორ თვლის პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ეკლესია და ზოგადად მართლმადიდებელი ეკლესია მარგინალირებული ჯგუფია? ექსტრემისტთა და ულტრამემარჯვენეთა ჯგუფები ვართ?“ – აღნიშნა მამა დავითმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, თუ სახელმწიფო ასე ფიქრობს, ეს ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს და ყველაფერი გარკვეული იქნება: „თუკი ასე გვიყურებენ. ბრძანონ, რომ ჩვენ მათთვის და მათი სახით სახელმწიფოსათვის მარგინალური ჯგუფი ვართ. ხმამაღლა განაცხადონ და ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა“ – აღნიშნა მამა დავითმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები