„არ მგონია, საქართველოში, ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდირებული იყოს“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში ამერიკული ბაზის მშენებლობა, შესაძლოა, პროვოკაციული ქმედებად შეფასდეს.

„არ მგონია, ამერიკული ბაზის საქართველოში მშენებლობა რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყოს, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან,“ – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

მისივე შეფასებთ, თანამშრომლობის მოტივაცია მეტი უნდა იყოს, ვიდრე პროვოცირების: „ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც, შესაძლოა, სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“.

მსგავსი თემები