იოსებიძესა და ვაჟა-ფშაველას მიმედებარედ დასასვენებელი სივრცეები მოეწყო

თბილისში, იოსებიძის ქუჩა N65-სა და ვაჟა-ფშაველას შესახვევში, N3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცეების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

როგორც საბურთალოს გამგეობაში “მედიცენტრ მთავარს” განუცხადეს, აღნიშნულ ტერიტორიებზე, კაუჩუკის საფარი დაიგო, სადაც საბავშვო ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო განათების სისტემა, დაიგო რულონური ბალახი, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და შესაბამისი ინვენტარი განთავსდა.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებისთვის უკეთესი გარემო და რაც შეიძლება მეტი დასასვენებელი სივრცე შევქმნათ. აღნიშნულ მისამართებზე ბევრი ოჯახი ცხოვრობს და მათი განახლებაც სწორედ ამიტომ შეირჩა. დღეიდან, ადგილობრივი მოსახლეობა დასვენებას განახლებულ სივრცეებში შეძლებს“, – განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

ორივე პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 109 756 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი თემები