“ვაი არასამთავრობოები და მედია ცრუ ინფრომაციას ავრცელებს, რომ აზერბაიჯანმა დაიპყრო გარეჯი“ – ალი ბაბაევი

„გუშინ ვიყავი დავით გარეჯში, საპანიკო არაფერი ხდება. სააგენტოები, ტელევიზიები და „ვაი არასამთავრობოები“ თავიანთი რეიტინგის ასამაღლებლად ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, რომ აზერბაიჯანმა დაიპყრო დავით გარეჯი. ჩემს ცხოვრებაში, მეორედ ვიყავი ჩასული, საპანიკო და საგანგაშო არაფერი ხდება“ – აღნიშნული განცხადება „საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდმარე ალი ბაბევმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც ეთნიკურად აზერბაიჯანელი, საქართველოს მოქალაქე ალი ბაბაევი განმარტავს, ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლებში, ზოგიერთი სასულიერო პირიც მოიაზრება: „კომპლექსი ადგილზეა და მოქმედია. ის არავის დაუპყრია და ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს. იქ იდგა ორი ქართველი ჯარისკაცი და ორი აზერბაიჯანელი მესაზღვრე. მათ შორის მანძილი 15-20 მეტრია და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. მარჯვნივაც და მარცხენივაც ხალხი გადაადგილდება და პრობლემა არ ექმნებათ. პრობლემა იცით რა არის? არის ცრუ და არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც, სხვათა შორის ზოგიერთი სასულიერო პირიც ავრცელებს. დავით გარეჯის კომპლექსი შეუხებელია“ – აცხადებს ბაბაევი.

მსგავსი თემები