ცოლ-ქმარმა, 2 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, რუსეთში გაყიდა

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული, იულია სუსლიაკის საქმეში, ახალი მტკიცებულებები ჩნდება. სამართალდამცველებმა, ზუგდიდში, სანქტ-პეტერბურგის ქუჩის მცხოვრებლების დაკითხვა დაიწყეს. მათი ჩვენებები იულია სუსლიაკის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.

ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებულმა ქალმა ნაქირავებ ბინაში, სულ 24 საათი გაატარა. ეს დრო საკმარისი აღმოჩინა იმისთვის, რომ მეზობლებს საკუთარი თვალით ენახათ, როგორ არასათანადო პირობებში ზრდიდა უკრაინის მოქალაქე 10 მცირეწლოვანს.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ უკრაინის მოქალაქეს ზუგდიდის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთში ბავშვები გასაყიდად გადაჰყავდა და საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი, ორი წლის ბიჭი რუსეთში გაყიდა. პროკურატურის ამ ვერსიის არ იზიარებს დაკავებულის ადვოკატი. იმის დამტკიცებას, რომ ათივე ბავშვს ერთი მამა ჰყავს და ის იულია სუსლიაკის მეუღლეა, იურისტი დნმ-ის ანალიზით აპირებს.

იულია სუსლიაკი ახლა წინასწარ პატიმრობაშია, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ინტერპოლის არხებით ცდილობს, მოიძიოს ინფორმაცია იმ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც ამ დრომდე არ ჩანს. არსებობს ეჭვი, რომ ცოლ-ქმარმა 2 წლის ბიჭი რუსეთში გაყიდა.

მსგავსი თემები