650 ბავშვს ტყვიაზე ხელახალი გამოკვლევა ჩაუტარდება და მონიტორინგს დაექვემდებარებიან

საქართველოს მასშტაბით, გამოკვლეული 1600-მდე ბავშიდან სისხლში მძიმე მეტალის – ტყვიის მატება დაახლოებით 650 ბავშვს დაუდგინდა. მათ მრავალკომპონენტიანი ანალიზი ხელახლა ჩაუტარდებათ, დაფინანსებას კი სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადებრივი ჯანდაცვის სამეცნიერო ცენტრის დირქტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, გამოკვლეულ ბავშვებს მონიტორინგი პერიოდულად ჩაუტარდებათ.

„გამოკვლეული ბავშვების ხელახალ კვლევას სახელმწიფო დააფინანსებს. ამ ნაწილში შევა ინტერვენციებიც. ჩაერთვებიან პედიატრებიც. ისინი მიიღებენ რკინის, კალციუმის, ვიტამინების შემცველ პრეპარატებს. ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება და მათი მონიტორინგი პერიოდულობით განხორციელდება“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ექიმების გარდა, პროცესში გარემოსდამცველებიც ჩაერთვებიან. კერძოდ, ყველა ოჯახში, სადაც ბავშვებს სისხლში ტყვიის მომატებული კონცენტრაცია დაუდგინდათ, წყაროს დადგენისთვის სპეციალური კვლევა ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ, ბავშვის ორგანიზმში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებული კვლევა დღეს გამოქვეყნდა.

მსგავსი თემები